воскресенье, 24 ноября 2013 г.

მეოთხე დღე

დღეს მეოთხე დღეა. ვხედავ, რომ ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერია ეს ტრენინგი. სასწავლო სლაიდების შექმნა ვისწავლეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ჩემთვის ნაცნობია, (არაერთი სლაიდი მაქვს შექმნილი) მაინც დავხვეწე ჩემი ცოდნა ამ სფეროში. მაგალითად, ის მაინც გავიგე, რატომ ირევა მონაცემები ჩემს სლაიდებში, როცა დიზაინს ვაკეთებ ხოლმე და რატომ მიწევს მერე ხელახლა ინფორმაციის გადაწყობა. ამისთვის, მადლობა ხათუნას. მხოლოდ ერთი სიტყვა ახსენა, რომ თურმე ჯერ დიზაინი უნდა ავირჩიოთ და მერე დავიწყოთ მუშაობა ინფორმაციის დატანაზე...  კმაყოფილი ვარ. ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესოა.

გუშინ გამოგვიცხადა ხათუნა ტრენერმა, რომ სავალდებულოა სამი კომენტარი მაინცდავუწეროთ ერთმანეთის ბლოგზე.  გუშინვე გავაკეთე რამდენიმე კომენტარი საიდუმლოდ, არავისთვის მითქვამს ვის დავუკომენტარე. ახლა პასუხებს ველოდები, მაინტერესებს ვინ მოძებნის ჩემს კომენტარს და  ვინ მიპასუხებს. ისე კი, დამავიწყდა გუშინვე რომ აღმენიშნა,  დიდი ხანია კომენტარებს ვუკეთებ ყველას და ყველა საიტზე, რის დასადასტურებლად აქ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან ლინკის სახით. შეგიძლიათ შებრძანდეთ და კომენტარის დრო გაარკვიოთ  ქუთაისელი პედაგოგის მარინა ჭეიშვილის ბლოგზე

суббота, 23 ноября 2013 г.

მესამე დღე.

დღეს დავიგვიანე. მაგრამ მაინც მოვასწარი ყველაფერი. მაგარი ვარ.
დღეს პროექტზე სტანდარტების და ინდიკატორების მორგება ვისწავლეთ. ასევე, ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა. ვფიქრობ, მგონი კარგად გავიგე ყველაფერი, თუმცა მაინც კარგად გააზრება მჭირდება.
ამიტომ სახლში კარგად უნდა ვიფიქრო ამ თემაზე დასვენებული თავით...
მადლობა ხათუნას, რომელიც ძალიან მიყვარს...
უმაგრესი ტრენერია.

воскресенье, 17 ноября 2013 г.

მეორე დღე

რა კარგი იყო. ძალიან მომეწონა. ფლაერების გაკეთება ვისწავლეთ. ადრე ვიცოდი პროგრამა პეიჯმეიკერი და ფოტოშოპი. გაზეთებს ვაკაბადონებდი ხოლმე ერთი წლის მანძილზე. ცოტა დამავიწყდა. წლებია აღარ მიმუშავია იმ პროგრამებში, მაგრამ ძალიან გამომადგა იქ განვითარებული უნარები ამჯერად. ყველაფერი ადვილად გავაკეთე და გავიგე. დიდი მადლობა ხათუნას. ძალიან კარგი მეთოდია პრაქტიკული სწავლება. მეც ვიყენებ ხოლმე, მაგრამ კიდევ უფრო გავაფართოვებ ამ მეთოდის გამოყენებას სკოლაში..

суббота, 16 ноября 2013 г.

პირველი დღე

ტრენინგზე დავრეგისტრირდი სიახლეების გაცნობის, პროფესიული დახვეწის  მიზნით. მაქვს დიდი მოლოდინები და ეჭვი არ მეპარება, რომ არაჩვეულებრივი ტრენერის ხათუნა ციხელაშვილის წყალობით გამართლდება ეს მოლოდინები. პირველმა დღემ ეს უკვე დაადასტურა ნაწილობრივ.
გავიგე, რომ აღნიშნული სასწავლო კურსი პროექტებით სწავლებას ითვალისწინებს მიზნად. გავეცანი ბევრ სიახლეს. მომეწონა, რომ ბლოგში არის მზა მასალები, პროექტების გეგმები, შეფასების ნიმუშები.  გავიგე, რომ  შესაძლებელია მზა პროდუქციის გადაკეთება, მორგება საკუთარ ინტერესებზე და სასწავლო მასალაზე. ასე, რომ არ დამჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება. განსაკუთრებით მომეწონა, რომ მოსწავლეების ჩართვა ადვილი შესაძლებელია ამ პროექტში ისტ-ი ტექნოლოგიების გამოყენებით. ვფიქრობ, პროექტზე მუშაობის პროცესში, არასაგაკვეთილო სიტუაციაშიც კი შესაძლებელია (ვთქვათ სახლიდან) პროექტის მართვა და მის მიმდინარეობაზე კონტროლი.  იმედი მაქვს, აქ ნასწავლს გამოვიყენებ აქტიურად სასწავლო პროცესში და ჩემს პროფესიონალიზმს, ასევე, ჩემი მოსწავლეების აკადემიურ დონეს ცოტა მაინც ავამაღლებ.