ტრენინგზე დავრეგისტრირდი სიახლეების გაცნობის, პროფესიული დახვეწის მიზნით. მაქვს დიდი მოლოდინები და ეჭვი არ მეპარება, რომ არაჩვეულებრივი ტრენერის ხათუნა ციხელაშვილის წყალობით გამართლდება ეს მოლოდინები. პირველმა დღემ ეს უკვე დაადასტურა ნაწილობრივ.
გავიგე, რომ აღნიშნული სასწავლო კურსი პროექტებით სწავლებას ითვალისწინებს მიზნად. გავეცანი ბევრ სიახლეს. მომეწონა, რომ ბლოგში არის მზა მასალები, პროექტების გეგმები, შეფასების ნიმუშები. გავიგე, რომ შესაძლებელია მზა პროდუქციის გადაკეთება, მორგება საკუთარ ინტერესებზე და სასწავლო მასალაზე. ასე, რომ არ დამჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება. განსაკუთრებით მომეწონა, რომ მოსწავლეების ჩართვა ადვილი შესაძლებელია ამ პროექტში ისტ-ი ტექნოლოგიების გამოყენებით. ვფიქრობ, პროექტზე მუშაობის პროცესში, არასაგაკვეთილო სიტუაციაშიც კი შესაძლებელია (ვთქვათ სახლიდან) პროექტის მართვა და მის მიმდინარეობაზე კონტროლი. იმედი მაქვს, აქ ნასწავლს გამოვიყენებ აქტიურად სასწავლო პროცესში და ჩემს პროფესიონალიზმს, ასევე, ჩემი მოსწავლეების აკადემიურ დონეს ცოტა მაინც ავამაღლებ.

Комментариев нет:
Отправить комментарий