დღეს მეოთხე დღეა. ვხედავ, რომ ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერია ეს ტრენინგი. სასწავლო სლაიდების შექმნა ვისწავლეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ჩემთვის ნაცნობია, (არაერთი სლაიდი მაქვს შექმნილი) მაინც დავხვეწე ჩემი ცოდნა ამ სფეროში. მაგალითად, ის მაინც გავიგე, რატომ ირევა მონაცემები ჩემს სლაიდებში, როცა დიზაინს ვაკეთებ ხოლმე და რატომ მიწევს მერე ხელახლა ინფორმაციის გადაწყობა. ამისთვის, მადლობა ხათუნას. მხოლოდ ერთი სიტყვა ახსენა, რომ თურმე ჯერ დიზაინი უნდა ავირჩიოთ და მერე დავიწყოთ მუშაობა ინფორმაციის დატანაზე... კმაყოფილი ვარ. ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესოა.
გუშინ გამოგვიცხადა ხათუნა ტრენერმა, რომ სავალდებულოა სამი კომენტარი მაინცდავუწეროთ ერთმანეთის ბლოგზე. გუშინვე გავაკეთე რამდენიმე კომენტარი საიდუმლოდ, არავისთვის მითქვამს ვის დავუკომენტარე. ახლა პასუხებს ველოდები, მაინტერესებს ვინ მოძებნის ჩემს კომენტარს და ვინ მიპასუხებს. ისე კი, დამავიწყდა გუშინვე რომ აღმენიშნა, დიდი ხანია კომენტარებს ვუკეთებ ყველას და ყველა საიტზე, რის დასადასტურებლად აქ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან ლინკის სახით. შეგიძლიათ შებრძანდეთ და კომენტარის დრო გაარკვიოთ ქუთაისელი პედაგოგის მარინა ჭეიშვილის ბლოგზე

მინდა გითხრათ, რომ გუშინვე ვნახე თქვენი კომენტარი, მადლობა თბილი სიტყვებისთვის :) გაგიმხელთ, რომ ჩემთვისაც საინტერესო იყო თქვენთნ ერთად ტრენინგზე აღმოჩენა,სადაც არა მარტო ტრენერისგან, არამედ კოლეგისგანაც სწავლობ. იმედია, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა უფრო აქტიური გახდება.
ОтветитьУдалитьმადლობა გამოხმაურებისთვის. მეც ვიმედოვნებ კარგი თანამშრომლები ვიქნებით. წარმატებებს გისურვებთ...
Удалить