დღეს გამოვცხადდი. საინტერესო იყო, თუმცა გუშინდელი დღე რომ გამიცდა ცოტა აცა-ბაცა ვიყურებოდი, სანამ გავიგე რა უნდა გამეკეთებინა. დღეს მოსწავლის ნამუშევარი შევქმენი. რა ცუდი იყო. ვერ ჩავჯექი მოსწავლის ქერქში. ძალიან გამიჭირდა. ისე რა საცოდავები ყოფილან ჩვენი ბავშვები ჩვენმს ხელში. სულ მაქსიმუმს მოვითხოვთ მათგან და ვერ ვითვალისწინებთ მათ შესაძლებლობებს. შეფასების ნიმუშებსაც გავეცანით, სახვადასხვა სახის ჩეკლისტებს. ძალიან მომეწონა. ვფიქრობ შეფასების ფურცლებს სხვადასხვა გაკვეთილებზეც გამოვიყენებ და უფრო საინტერესოდ წარიმართება ჩემი საქმიანობა სკოლაში. ისე მეც გამომიყენებია ხოლმე ჩემი შექმნილი თვითშეფასების ფურცლები, მაგრამ ინტელის ფურცლები უფრო მომეწონა..
Комментариев нет:
Отправить комментарий