четверг, 19 декабря 2013 г.

მე-9 დღე.

წინა ორი დღის კომენტარები არ გამიკეთებია, სამწუხაროდ. ისე კი ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე. რასაკვირველია გამოვიყენებ, მაგრამ თუ ჩემებურად კარგად არ დავაკვირდი, ვერაფერს ვერ გავიგებ. ხათუნა მოკლე ხანში გაჩვენებ ჩემს შესაძლებლობებს, გპირდები. დიდი მადლობა თავდადებული მუშაობისთვის. ძალიან მაგარი და კარგი გოგო ხარ.  სამუდამოდ, უღრმესი პატივისცემით ფიქრია.


გილოცავ დღევანდელ დღეს - ნიკოლოზობას, მრავალს დაესწარი.
გისურვებ წარმატებებს სიყვარულით და პატივისცემით..

воскресенье, 1 декабря 2013 г.

მეექვსე დღე

დღეს გამოვცხადდი. საინტერესო იყო, თუმცა გუშინდელი დღე რომ გამიცდა ცოტა აცა-ბაცა ვიყურებოდი, სანამ გავიგე რა უნდა გამეკეთებინა. დღეს მოსწავლის ნამუშევარი შევქმენი. რა ცუდი იყო. ვერ ჩავჯექი მოსწავლის ქერქში. ძალიან გამიჭირდა. ისე რა საცოდავები ყოფილან ჩვენი ბავშვები ჩვენმს ხელში. სულ მაქსიმუმს მოვითხოვთ მათგან და ვერ ვითვალისწინებთ მათ შესაძლებლობებს. შეფასების ნიმუშებსაც გავეცანით, სახვადასხვა სახის ჩეკლისტებს. ძალიან მომეწონა. ვფიქრობ შეფასების ფურცლებს სხვადასხვა გაკვეთილებზეც გამოვიყენებ და უფრო საინტერესოდ წარიმართება  ჩემი საქმიანობა სკოლაში. ისე მეც გამომიყენებია ხოლმე ჩემი შექმნილი თვითშეფასების ფურცლები, მაგრამ ინტელის ფურცლები უფრო მომეწონა..

მეხუთე დღე.

მეხუთე დღე გავაცდინე საპატიო მიზეზის გამო. ძალიან სამწუხაროა და გული დამწყდა. თუმცა მოვახერხებ როგორღაც გაცდენილი მასალის ათვისებას....

воскресенье, 24 ноября 2013 г.

მეოთხე დღე

დღეს მეოთხე დღეა. ვხედავ, რომ ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერია ეს ტრენინგი. სასწავლო სლაიდების შექმნა ვისწავლეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ჩემთვის ნაცნობია, (არაერთი სლაიდი მაქვს შექმნილი) მაინც დავხვეწე ჩემი ცოდნა ამ სფეროში. მაგალითად, ის მაინც გავიგე, რატომ ირევა მონაცემები ჩემს სლაიდებში, როცა დიზაინს ვაკეთებ ხოლმე და რატომ მიწევს მერე ხელახლა ინფორმაციის გადაწყობა. ამისთვის, მადლობა ხათუნას. მხოლოდ ერთი სიტყვა ახსენა, რომ თურმე ჯერ დიზაინი უნდა ავირჩიოთ და მერე დავიწყოთ მუშაობა ინფორმაციის დატანაზე...  კმაყოფილი ვარ. ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესოა.

გუშინ გამოგვიცხადა ხათუნა ტრენერმა, რომ სავალდებულოა სამი კომენტარი მაინცდავუწეროთ ერთმანეთის ბლოგზე.  გუშინვე გავაკეთე რამდენიმე კომენტარი საიდუმლოდ, არავისთვის მითქვამს ვის დავუკომენტარე. ახლა პასუხებს ველოდები, მაინტერესებს ვინ მოძებნის ჩემს კომენტარს და  ვინ მიპასუხებს. ისე კი, დამავიწყდა გუშინვე რომ აღმენიშნა,  დიდი ხანია კომენტარებს ვუკეთებ ყველას და ყველა საიტზე, რის დასადასტურებლად აქ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან ლინკის სახით. შეგიძლიათ შებრძანდეთ და კომენტარის დრო გაარკვიოთ  ქუთაისელი პედაგოგის მარინა ჭეიშვილის ბლოგზე

суббота, 23 ноября 2013 г.

მესამე დღე.

დღეს დავიგვიანე. მაგრამ მაინც მოვასწარი ყველაფერი. მაგარი ვარ.
დღეს პროექტზე სტანდარტების და ინდიკატორების მორგება ვისწავლეთ. ასევე, ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა. ვფიქრობ, მგონი კარგად გავიგე ყველაფერი, თუმცა მაინც კარგად გააზრება მჭირდება.
ამიტომ სახლში კარგად უნდა ვიფიქრო ამ თემაზე დასვენებული თავით...
მადლობა ხათუნას, რომელიც ძალიან მიყვარს...
უმაგრესი ტრენერია.

воскресенье, 17 ноября 2013 г.

მეორე დღე

რა კარგი იყო. ძალიან მომეწონა. ფლაერების გაკეთება ვისწავლეთ. ადრე ვიცოდი პროგრამა პეიჯმეიკერი და ფოტოშოპი. გაზეთებს ვაკაბადონებდი ხოლმე ერთი წლის მანძილზე. ცოტა დამავიწყდა. წლებია აღარ მიმუშავია იმ პროგრამებში, მაგრამ ძალიან გამომადგა იქ განვითარებული უნარები ამჯერად. ყველაფერი ადვილად გავაკეთე და გავიგე. დიდი მადლობა ხათუნას. ძალიან კარგი მეთოდია პრაქტიკული სწავლება. მეც ვიყენებ ხოლმე, მაგრამ კიდევ უფრო გავაფართოვებ ამ მეთოდის გამოყენებას სკოლაში..

суббота, 16 ноября 2013 г.

პირველი დღე

ტრენინგზე დავრეგისტრირდი სიახლეების გაცნობის, პროფესიული დახვეწის  მიზნით. მაქვს დიდი მოლოდინები და ეჭვი არ მეპარება, რომ არაჩვეულებრივი ტრენერის ხათუნა ციხელაშვილის წყალობით გამართლდება ეს მოლოდინები. პირველმა დღემ ეს უკვე დაადასტურა ნაწილობრივ.
გავიგე, რომ აღნიშნული სასწავლო კურსი პროექტებით სწავლებას ითვალისწინებს მიზნად. გავეცანი ბევრ სიახლეს. მომეწონა, რომ ბლოგში არის მზა მასალები, პროექტების გეგმები, შეფასების ნიმუშები.  გავიგე, რომ  შესაძლებელია მზა პროდუქციის გადაკეთება, მორგება საკუთარ ინტერესებზე და სასწავლო მასალაზე. ასე, რომ არ დამჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება. განსაკუთრებით მომეწონა, რომ მოსწავლეების ჩართვა ადვილი შესაძლებელია ამ პროექტში ისტ-ი ტექნოლოგიების გამოყენებით. ვფიქრობ, პროექტზე მუშაობის პროცესში, არასაგაკვეთილო სიტუაციაშიც კი შესაძლებელია (ვთქვათ სახლიდან) პროექტის მართვა და მის მიმდინარეობაზე კონტროლი.  იმედი მაქვს, აქ ნასწავლს გამოვიყენებ აქტიურად სასწავლო პროცესში და ჩემს პროფესიონალიზმს, ასევე, ჩემი მოსწავლეების აკადემიურ დონეს ცოტა მაინც ავამაღლებ.